ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ERP-სისტემის დანერგვა წარმატებულია, თუ იგი სრულდება დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში და იძლევა მნიშვნელოვან ბიზნეს სარგებელს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა არც თუ ადვილია, რადგან პროექტში მონაწილეობს უამრავი ადამიანი - როგორც გარეშე პირები, ისე თანამშრომლები.
ERP-სისტემის დანერგვის საუკეთესო მეთოდები
ERP-სისტემის წარმატებით დასანერგად მიყევით ქვემოთ მოცემულ საფეხურებს.
დარწმუნდით, რომ დანამდვილებით იცით, რისი მიღება გსურთ ERP-სისტემის დახმარებით.
უნდა გქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ამოცანები.
დაუთმეთ საკმარისი დრო იმის შესწავლას, თუ რამდენად კარგად იცნობს პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი პირი/კომპანია ბიზნეს-მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების საპროექტო გეგმას.
მიაწოდეთ ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებსა და თანამშრომლებს.
დარწმუნდით, რომ ყველაფერს ზედმიწევნით სწორად აკეთებთ და არ ასრულებთ პროექტს მექანიკურად.
დაუთმეთ საკმარისი დრო ახალი ბიზნეს-პროცესის, უსაფრთხოების როლის, პერსონალიზაციისა და ა.შ. საფუძვლიანად შესწავლას.
უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი
განსაზღვრეთ და პრიორიტეტებად დაალაგეთ ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები.
თუ პროგრამული უზრუნველყოფა ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ნუ მიანიჭებთ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას მის ტექნიკურ შესაძლებლობებს.
კომპანიის სარგებელი უნდა იყოს ისეთივე ხელშესახები, როგორც რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტით მიღებული ღირებულება.
განსაზღვრეთ ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები და დასახეთ მიზნები.
აკონტროლეთ დანერგვისშემდგომი ეფექტურობა.
მოცემული ტიპის პროექტი საჭიროებს აღმასრულებელი პირების მონაწილეობას - ეს არ არის IT-პროექტი.
ERP-სისტემის დანერგვის პროექტი უნდა დაამტკიცოს აღმასრულებელმა მენეჯმენტმა.
აღმასრულებელი მენეჯმენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული განხორციელების მთელს პროცესში.
უმაღლესი მენეჯმენტის მხარდაჭერა შეამცირებს კონფლიქტის ალბათობას ბიზნეს- საჭიროებებთან.
აღმასრულებელ გუნდთან და/ან მმართველ კომიტეტთან ერთად მოაწყეთ პროექტის რეგულარული განხილვები.
ERP პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებასა და იმ ფუნქციურ სფეროებზე, სადაც ინერგება პროგრამული უზრუნველყოფა.
საპროექტო გუნდის წევრები უნდა შეირჩნენ ყველა იმ ფუნქციური სფეროდან, სადაც ინერგება პროგრამული უზრუნველყოფა.
გამოიყენეთ გამოცდილი ადამიანური რესურსები.
პროექტის განხორციელებისას საპროექტო გუნდის წევრების სტანდარტული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება უნდა დაეკისროს სხვა თანამშრომლებს.
პროექტის მენეჯერი პროექტის განხორციელებაზე უნდა დაინიშნოს სრული განაკვეთით.
დააწესეთ საიმედო კონტროლი პროექტზე.
სანამ პროექტის განხორციელებას შეუდგებით, თქვენი ბიზნესის მუშაობის მოდელირების მიზნით განახორციელეთ საკონფერენციო დარბაზის საპილოტე პროექტი. ამისთვის საჭიროა სატესტო სცენარის შექმნა, რომელშიც განხილული იქნება ყველა რუტინული და არასტანდარტული სიტუაცია, რომელთანაც უნდა იმუშაოს კომპიუტერულმა სისტემამ.
სანამ დაიწყება ERP-სისტემის დანერგვა, თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი პროექტზე გუნდურად მუშაობის თემაზე.
ასწავლეთ ხალხს არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, არამედ შეასწავლეთ მათ მოწინავე მეთოდებიც, რათა ესმოდეთ საკუთარი ქმედებების შედეგები.
დამოუკიდებელი სამუშაო გარემო, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი საპროექტო გუნდისთვის, ხელს უწყობს დანერგვის ზომებს.
დანერგეთ რისკების მართვისა და შერბილების გეგმა.
დანერგვის ყველა ეტაპზე საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და დატესტვა.
წინასწარ განსაზღვრეთ მონაცემთა მოცულობა, მათ შორის ძირითადი და ტრანზაქციული მონაცემებისაც.
არასოდეს არ არის ნაადრევი მონაცემთა წმენდა და გრაფიკული გამოსახვა.
GIGO (Garbage In = Garbage Out)
საკონფერენციო დარბაზში საპილოტე შემოწმების პროცესში მონაცემები საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს.
ეს არის ERP-სისტემის დანერგვის საუკეთესო მეთოდები, რომელთა გაზიარებაც ამჟამად შევძელით. თუ იცნობთ უკეთეს მეთოდებს, გთხოვთ გამიზიაროთ. გმადლობთ!
myIT.ge-ს გუნდი გისურვებთ ERP-სისტემის წარმატებით დანერგვას!