TOTALOFFICE მხარდაჭერა გთავაზობთ:
მარტივ მართვასა და ანგარიშსწორებას, რამდენადაც ყოველთვიური გადასახადი ფიქსირებულია.
თქვენი კომპიუტერული ქსელის, სერვერებისა და დესკტოპების ყოველდღიურ მომსახურებასა და მხარდაჭერას. ურთიერთობების მართვას IT მომწოდებლებთან. პრობლემების სწრაფად გადაჭრის მიზნით ჩვენ განვახორციელებთ სატელეფონო ზარებს მათთან თქვენი სახელით.
თქვენი ქსელისა და უსაფრთხოების რისკების ყოველდღიურ მონიტორინგს ინტერნეტის მეშვეობით.
კლიენტების ონლაინ-პორტალი ხელმისაწვდომია 24x7x365. პორტალზე მოცემულია მომსახურების ისტორია, შესაძლებელია ყველა მიმდინარე და ძველი ინვოისის ნახვა, ახალი მოთხოვნის შექმნა მომსახურებაზე, ასევე თქვენი კომპანიის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის/ცოდნის ბაზის შექმნა.
თქვენი ქსელის მდგომარეობის ამსახველი ყოველთვიური ანგარიშები 0-100% შეფასების სკალით, მოცემული მარტივი ფორმით.
თითოეული თანამშრომლის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ანგარიშები.
რეგულარული აუდიტორული/თეორიული ტრენინგი თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის პროგრამებში Microsoft Windows XP და Vista, Word, Excel, Outlook და PowerPoint.
ავარიული აღდგენის გეგმების შედგენა