მომსახურება -
ჩემი ტელეფონი
ეს ხომ უბრალოდ, ტელეფონია? ცდებით!
ბოლო 3 წლის მანძილზე სატელეფონო სისტემები წარმოუდგენლად განვითარდა. მცირე საწარმოები მეტად ოპერატიულად ნერგავენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Voice over IP (VoIP) და ხმოვანი ელექტრონული ფოსტა. დღესდღეობით აღნიშნული ტექნოლოგიები რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობას აღარ წარმოადგენს, რომლით სარგებლობაც წარსულში მხოლოდ დიდ კომპანიებს შეეძლიათ. ფასები ხელმისაწვდომია მცირე ფირმებისთვისაც და ანიჭებს მათ კონკურენტულ უპირატესობას. VoIP და ხმოვანი ელექტრონული ფოსტა იძლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებისა და შესაბამისად, კლიენტებსა და მიმწოდებლებთან უფრო სწრაფად დაკავშირების საშუალებას.
myIT.ge რეკომენდაციას უწევს 3CX Phone Systems-ის გამოყენებას ორგანიზაციებში. 3CX VoIP სატელეფონო სისტემები სპეციალურად შეიქმნა ისეთი მცირე საწარმოებისა და მათი ფილიალებისთვის, რომლებიც 5-დან 100-მდე თანამშრომელს ასაქმებენ. 3CX Phone Systems-ის ყველა ფუნქცია ერთ სერვერზეა მოცემული, რაც ამარტივებს სისტემის ინსტალაციას, გამოყენებასა და მართვას, და რაც მთავარია, სისტემა უზრუნველყოფს თქვენს კომპანიას მაქსიმალურად სრულყოფილი და ეკონომიური VoIP სატელეფონო სისტემით. 3CX Phone Systems IP PBX, რომელიც ეფუძნება ისეთ ინდუსტრიულ სტანდარტებს, როგორიცაა Intel სერვერები და Microsoft Windows და Exchange Server, შეუფერხებლად მუშაობს მონაცემთა გადაცემის არსებულ ქსელთან თქვენს კომპანიაში, რითიც თავიდან გარიდებთ ქსელის ძვირადღირებულ განახლებას და უზრუნველყოფს პროდუქტით სარგებლობას მცირე დანახარჯებით.